1762280317
პაპუაშვილი: თუკი აქამდე ვხედავდით, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უმალავდა ინფორმაციას თუ ვის აფინანსებს საქართველოში, ახლა გავიგეთ, რომ ის ასევე გერმანელ ხალხსა და პარლამენტის წევრებსაც უმალავდა ამ ინფორმაციას
თუკი აქამდე ვხედავდით, რომ გერმანიის მთავრობა უმალავდა ქართველ ხალხს ინფორმაციას, თუ ვის აფინანსებს საქართველოში, უმალავდა საქართველოს მთავრობას თუ ვის აფინანსებდა, ახლა გავიგეთ, რომ ის ასევე უმალავდა ინფორმაციას გერმანელ ხალხს და გერმანიის პარლამენტის წევრებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ეს არის არაკეთილსინდისიერი დონორების ყველა მკაფიო მაგალითი, როდესაც თავს უფლებას აძლევ ჩახვიდე სხვა ქვეყანაში, ჩაიტანო ფული, ხარჯო ისე, რომ არც ხალხის არჩეულ ხელისუფლება ჰკითხო რაზე, ვისზე და როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული. თუკი პასუხი გამჭვირვალედ იქნებოდა გაცემული, მაშინ ყველა დაინახავდა, რომ ეს ფული იხარჯება მავნე საქმიანობისთვის. როდესაც კეთილ საქმეებს აკეთებენ, ამას დამალვა არ სჭირდება, დამალვა სჭირდება ცუდ საქმეებს და რა თქმა უნდა უარი პასუხზე, გვაფიქრებინებს, რომ ეს ფული ცუდ რამეებს ხმარდებოდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის მთავრობამ უარყო, რომ საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები. ამასთან, როგორც ცნობილია, გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.









