1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სამტრედიიდან, სადაც ჩანს, რომ სამტრედიის შესასვლელთან გიგანტური ფეხბურთის ბურთი დამონტაჟდა. ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ და თქვა, რომ მას და მის ოჯახს ბურთის მონტაჟთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ასევე, სამტრედიის მერიაში აცხადებენ, რომ ბურთის მონტაჟი მერიას არ დაუფინანსებია.
მოგვიანებით იდეის ავტორის მიმართვა გავრცელდა:
„მოგესალმებით. ამ წერილს ვწერ მე, შორენა ამაღლობელი.
ქალაქ სამტრედიის შესასვლელთან ჩემ მიერ დადგმული ბურთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის - სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანების მიმართ.
ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს! წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.
კარგია, რომ დღის თემა პატარა ქალაქში დადგმული ბურთი გახდა, რადგან ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სპორტული ისტორია აქვს ჩემს მშობლიურ სამტრედიას!“ - ვრცელდება „სამტრედიის“ ფეისბუქ ჯგუფში შორენა ამაღლობელის წერილი, რომელსაც შმაგი ამაღლობელი ავრცელებს.
„ხალხო, რას ხედავთ ცუდს ამაში. რა ააწრიალეს ყველაფერი. ძალიან ლამაზია, უხდება ჩვენს პატარა და ლამაზ სამტრედიას“, ქუთაისშიც დგას ბურთის ძეგლი, მაგრამ არ ატეხილა ასეთი ამბავი. რა გჭირთ?!,-წერენ ადგილობრივები.