27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა (მექსიკა)
1738697816
მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი მზად არის, მიიღოს კრიტიკა, თუმცა რაც ახლა პირველი არხის გარშემო მიმდინარეობს, საკმაოდ მძიმეა,- ამის შესახებ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა შონიამ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ეკამ შონიამ აღნიშნა, წლებია,საინფორმაციო სამსახურის გუნდი უმაღლესი პასუხისმგებლობით და სტანდარტის სრული დაცვით აკეთებს თავის საქმეს.
„სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომა ჩვენი თხოვნით იმართება. ძალიან ვწუხვარ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით არ ესწრებიან, მათ აქვთ ამის უფლება და ალბათ მიზეზებიც. აქ ვართ ადამიანები, რომლებიც ვაკეთებთ „მოამბეს“ და იმ პოლიტიკურ გადაცემებს, რომელსაც ეთერში უყურებთ. პათეტიკაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენ ამ საქმეს წლებია, უმაღლესი პასუხისმგებლობით, სტანდარტის სრული დაცვით და სიყვარულით ვემსახურებით“, - განაცხადა ეკა შონიამ.
მისივე თქმით, საინტერესოა, ვისგან იცავენ ტელევიზიას ის ადამიანები, რომლებიც მაუწყებლის წინ ყოველდღე იკრიბებიან.
„მინდა, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მადლობა ვუთხრა თმენის უმაღლესი სტანდარტისთვის. ჩვენ ყველა მზად ვართ კრიტიკისთვის. ყოველდღე ჩვენი ფანჯრების მიღმა მოდის ადამიანთა ჯგუფი და მათ აქვთ ამის უფლება. ეს ჯგუფი იმას კი არ აპროტესტებს, რომ რაღაც არ მოსწონთ, გვაყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფებს, აქ არ გავიმეორებ, რასაც ვისმენ ყოველდღე. ბულინგის რა ფაზაში ვართ, არ ვიცი. ამას ჩვენ ვიტანთ, ვითმენთ, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და როგორ ვაკეთებთ, ამაზე ვიკამათოთ. ეს პროცესები, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გასულია იმ ჩარჩოდან, რომ ვიღაცას რაღაც სიუჟეტი მოსწონს ან არ მოსწონს. ამის თქმა ყველანაირ ფორმატში შეიძლება ადამიანთან, მათ შორის ვიდრე კიბეზე დადგები. მე და ნინო თარგამაძეც ვკამათობთ ხშირად, ვგეგმავთ, ეს არის სამუშაო პროცესი. შეგიძლიათ, ნახოთ, რა დროს ვატარებთ მაუწყებელში. ჩვენგან ეს მაუწყებელი ვინმემ თუ უნდა დაიცვას, კი ბატონო, დაიცვას, მაგრამ კარგად აგვიხსნან, ვისგან და რისგან იცავენ. მე მინდა, ვიცოდე სახელებით და გვარებით, ვისგან იცავენ. ამდენი წელია, ამ ტელევიზიაში ვარ, ეს ადამიანებიც ჩემთან ერთად არიან და არ მეგონა, თუ ეს ტელევიზია ჩვენგან დასაცავი გახდებოდა“, - აღნიშნა ეკა შონიამ.
მისივე განცხადებით, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის მძიმეა ის კამპანია, რომელიც ტელევიზიის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„ის შეურაცხყოფები, რომელსაც ვისმენთ, შემდეგ ინაცვლებს სოციალურ ქსელში, კამპანია, რომელიც დაგეგმილია, რომ ჩვენ მორალურად გაგვტეხონ და გაგვანადგურონ. ვიღაცისთვის ეს თუ არის გამოხატვის თავისუფლება და ჩვეულებრივი ამბავი, ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა. ჩვენს ჟურნალისტებს, ოპერატორებს აყენებენ შეურაცხყოფას, იყო შემთხვევა გინების, როდესაც ჩვენმა ოპერატორმა გააპროტესტა, რომ ასეთ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებდნენ, იქვე ვისმენთ, რომ გინება არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ყოველ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მათ შორის ისეთი სიტყვებით, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. მათთვის ეს ბულინგად არ ითვლება და მათ აქვთ ამის უფლება, ასე იფიქრონ. აქვე, მინდა, ბორდის წევრებს ვთხოვო ერთი რამ, თუ საქმე აქამდე მივიდა - ქალბატონმა ლიკამ ახსენა ზაზა შათირიშვილი, ჯონდი ბაღათურია. მაშინ დავსვამდი საკითხს, რომ ჩვენ გადმოგვეცეს სიები, ვისი გაშუქება შეგვიძლია და ვისი - არა. მოდით და ვთქვათ, რომ ვიღაცას საერთოდ არ აქვს უფლება, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოჩნდეს და გამოთქვას თავისი მოსაზრება, რომელიც კატეგორიულად არ მოგვწონს, არ ვეთანხმებით, მაგრამ ის, როგორც საზოგადოების წევრი მოდის და აფიქსირებს თავის პოზიციას, მაშინ, ასე დავლაგდეთ. გადმოგვეცეს ეს სიები“, - განაცხადა შონიამ.