1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი, გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელმაც, სამეგრელოში, მოზარდი დახრჩობას გადაარჩინა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.
გიორგი გოგიჩაიშვილი, 16 აპრილს, აღდგომას, მისთვის არასამუშაო დღეს, შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ითხოვდა, სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაში საბანაოდ შესული მოზარდი შველას და ნაპირზე გამოყვანას.
გიორგი გოგიჩაიშვილმა, დაუყოვნებლივ შეცურა მდინარეში, მიუხედავად ძლიერი დინებისა, მოზარდი სანაპიროზე დროულად გამოიყვანა და ის დახრჩობას გადაარჩია. მოქალაქეებმა, რომლებიც აღნიშნულს შეესწრნენ, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფაქტის ამსახველი ემოციური კადრები.