მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო

ზნჯს

 თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიომ უმასპინძლა. მოგვიანებით, სტუმრებმა, ქართველ კანონმდებლებთან ერთად, სიონში გადაინაცვლეს და კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ჩატარდა პანაშვიდიც.

მანამდე, ასამბლეის წევრების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა შედგა. სტუმრები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასამბლეის ხელმძღვანელებმა მასპინძლებს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საუბარი შეეხო ასევე გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვასა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.