ეს 5 ნივთი არასოდეს არ გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1716051908
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რა დროსაც ორი მოზარდი დაიღუპა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზეა დაკავებული. შემთხვევის შედეგად, ერთი მოზარდი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში გადაყვანის დროს დაიღუპა.
"გარდაიცვალნენ, ორივე ახალგაზრდები იყვნენ - ერთი 14 წლის იყო, მეორე 17-ის. როგორც ვიცი, გზაზე გადასვლას აპირებდნენ. მანქანის მაღალი სიჩქარის გამო, გადასვლა ვერ მოასწრეს და ამის გამო დაეჯახათ [მანქანა]. ნასვამები ყოფილან მძღოლი და მისი მგზავრები. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში - ვერ მოასწრეს საავადმყოფოში გადაყვანა", - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
შემთხვევის ადგილზე მალევე შეიკრიბნენ ადგილობრივები, სადაც მოხდა დაპირისპირება. მათ გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ტრანსპორტი, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სხვა ავტომობილებსაც.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და, ასევე, დაშავდა 8 მოქალაქე. ექიმების ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"შემოყვანილია 9 პაციენტი, ძირითადად, თვითდინებით. აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ერთი პაციენტი გადაყვანილ იქნა რეფერალური კატასტროფის ბრიგადით, აღენიშნებოდა თვალ-ბუდის ტრავმა. გრძელდება კვლევები, პირველადი დახმარება გაეწია ყველას და პაციენტებს ვაკვირდებით დინამიკაში. ამ ეტაპზე, არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს ბოლნისის რეფერალური კლინიკის მორიგე ექიმი, ნანა სუბელიანი.