გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
მარნეულში 13 წლის გოგომ იმშობიარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა ავრცელებს.
როგორც უფლებადამცველი წერს, მოზარდი ტყუპზე იყო ორსულად. ახალშობილებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი მძიმეა.
„მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა… წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - წერს სამირა ბაირამოვა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სრულწლოვნის მიერ 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.