პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მაპატიე, ვერ მივხვდი, რომ დამიბერდი, მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ," - ასე ულოცავს ხათუნა ჟორდანია დაბადების დღეს გარდაცვლილ დედას. ის სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს.
"დედა მაპატიე, ვერ მივხვდი, რომ დამიბერდი,მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ,მაპატიე, ალბათ რამდენჯერ გაწყენინე,მაპატიე, რომ ვერ დაგაფასემაპატიე, რომ ვერ ვიფიქრე, რა მძიმე იქნებოდა სიცოცხლე უშენოდ,მაპატიე, რომ ვერ მივხვდი, შენს გარეშე ირგვლივ ყველაფერი როგორ გაფერმკრთალდებოდა,მომიტევე, მაპატიე დე დღეს შენი დღეა! მიყვარხარ, ჩემო დედიკო." - წერს ხათუნა ჟორდანია.
ხათუნა ჟორდანიას დედა გასული წლის 5 აპრილს, გულის უკმარისობით, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ნუნუ ჟორდანია, მერაბ და ხათუნა ჟორდანიების დედა. როგორც ზურა ხაჩიძემ თქვა, ის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა კლინიკაში.
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ხათუნა ჟორდანიას და მის ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ქალბატონ ხათუნა ჟორდანიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა დედის, ნუნუ ჟორდანიას გარდაცვალების გამო. იგი ჩვენი ძველი მრევლი იყო, ყველასთვის საყვარელი და გულმოდგინებით გამორჩეული“, - წერდა პატრიარქი სამძიმრის წერილში.