MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

თეგეტა

გერმანულმა ავტოგიგანტმა MAN-მა, გადაუდებელი დახმარების სახით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის მილიონი ევრო გამოყო. თანხა კატასტროფის რეგიონში მომუშავე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე, პირველადი საჭიროების ნივთების, სამაშველო-საავარიო და საშუალებების შეძენასა და მათ სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირებას მოხმარდება. მიწისძვრის ზონაში სამაშველო სამუშაოებისთვის კომერციული სატვირთო ავტომანქანების მწარმოებელმა MAN-მა ხუთი სახანძრო მანქანაც გაგზავნა.

ალექსანდრე ვლასკამფი, MAN-ის აღმასრულებელი დირექტორი: „გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა ამ საშინელი მიწისძვრით დაზარალებული თითოეული მსხვერპლის წინაშე. MAN-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს თურქეთთან. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება - დაზარალებულების დასახმარებლად გამოვყავით თანხა და რესურსი. ნამდვილად შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორი ერთგულებით უდგანან გვერდში ჩვენი თანამშრომლები მიწისძვრით დაზარალებულებს და ძალისხმევას არ იშურებენ  მათ დასახმარებლად“.

მიწისძვრის შემდეგ ვლასკამფი წარმოების მთავარ დირექტორთან, მაიკლ კობრიგერთან ერთად, ანკარაში ჩავიდა და MAN-ის საწარმოო  ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. კატასტროფის შედეგად მათი რეგიონი არ დაზარალებულა, თუმცა მიწისძვრის ეპიცენტრში მათი ნათესავები და მეგობრები ცხოვრობენ. უსაფრთხო რეგიონებში მათი ტრანსპორტირებისთვის MAN-მა მანქანები გამოყო.

მიწისძვრით დაზარალებულებისთვის MAN-ის ინიციატივით და თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის ოფისთან თანამშრომლობით, ძალიან მოკლე დროში, პირველადი მოხმარების ნივთებიც შეგროვდა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებაც კომპანიის სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება. ანკარაში MAN-ის თანამშრომლების მიერ საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ფულადი შემოწირულებები კი დამხმარე ორგანიზაცია AHBAP-ს გადაეცა.

თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დახმარებისთვის საკოორდინაციო ოფისი MAN-ის შტაბ-ბინაში, მიუნხენში შეიქმნა. კომპანიამ ახალი კამპანიის ფარგლებში სტიქიის ზონაში მომუშავეთათვისაც დაიწყო შემოწირულებების შეგროვება.

MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს.