კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წმ.ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მღვდელი იოანე სიჭინავას გარდაცვალების გამო. არსებული ინფორმაციით, მოძღვრის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
მღვდელი იოანე წარმოშობით ზუგდიდიდან იყო. მას მეუღლე და შვიდი შვილი დარჩა.
მოძღვრის გარდაცვალებას მრევლი სამძიმრის წერილებით ეხმიანება:
„მამაო როგორ მენანებით არ მინდა დავიჯერო რომ ამ ქვეყნად აღარ ხართ. ნინო მტკივა შენი ტკივილი. უფალმა გაგაძლიეროს“
„ჩაიხუტე გულში მამა ანდრია შენი ძმა, გაცხონოთ უფალმა“...
მამი, არც კი ვიცი რა დავწერო. რა როგორ გამოვხატო! ჩემი დიდი ტკივილი დარჩი, მამი. გული მომიკალი, ჩემო უთბილესო ადამიანო... რა სიტყვები მოვიხმარო, ისიც კი არ ვიცი მამი. ამ ტკივილმა გამანადგურა, მამი. აწი როგორ ვიფიქრო შენზე წარსულით... ძალიან მიყვარხარ მამი და მეყვარები. შენ ჩემს გულში მუდამ ცოცხალი იქნები... ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული, მომენატრები, მამი, მშვიდობით“...- წერს ლაშა ანტონიანი.