მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
დღეს, ლელოს წარმომადგენელმა, როლანდ შავაძემ გააკეთა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ აჭარის ათობით სკოლა დახურვის საფრთხის ქვეშაა, არ ჰყავს პირველკლასელები და სოფლებში უნდა არსებობდეს კეთილმოწყობილი სკოლები
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მაღალმთიან აჭარაში 2025 წელს დასრულდა 9 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
მიმდინარეობს 4 სკოლის მშენებლობა და 3 სკოლის რეაბილიტაცია.
წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი 4 სკოლის რეაბილიტაციაზე.
2026 წელს დაგეგმილია 15 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები.
მაღალმთიან აჭარაში 121 საჯარო სკოლაა, მათ შორის 24 სკოლაში არ არის პირველკლასელი, თუმცა, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვა კლასებში მოსწავლეები არიან.