1728312638
„მადლობელი ვარ შენი სიკვდილო... რამდენჯერაც დაგიკაკუნე, ზუსტად იმდენჯერ ჩარაზე კარი...“- დათო ევგენიძე ემოციებს გვიზიარებს
დათო ევგენიძე, რომელსაც მეგობარმა, მომღერალმა გიორგი მახარაშვილმა ღვიძლი გადაუნერგა, სოციალურ ქსელში ლექსს წერს:
„დიდება უფალს ... მადლობელი ვარ მე იმ წამისთვის
უკვდავება რომ დავახამხამე...
მადლობელი ვარ როცა ვთენდები...
მადლობელი ვარ როცა მაღამებ...
მადლობელი ვარ შენი- სელენე...
განსხეულებულს გეტრფის
ეოსი...მზის ბილიკად რომ
გადამაქციე- ზღვის კიდეს მიქრობს
ამადეოსი... მაგრამ რა ვუყო
ამ გრძნეულ ნერმესს...
უსასრულობა რომ არ მპატიობს...
სიყვარული რომ ამშობიარო...
რამდენი ღამე უნდა ვათიო...
დრო გავა ცასაც გაიმეტებენ-
და განიმედე ღვინოს დააქცევს...
ჯვარს გოლგოთაზე
აიტანს მხრებით-
მაცხოვარი და
ჰადესს გააქცევს...
მადლობელი ვარ
შენი სიკვდილო-
უფსკრულის მძებნელს
ხელი არ მკარი...
და რამდენჯერაც
დაგიკაკუნე...
ზუსტად იმდენჯერ
ჩარაზე კარი...“,- წერს ევგენიძე.