21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

ლოცვა

21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა.

რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წმინ­და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბის, მი­ქა­ე­ლის და სხვა­თა უხორ­ცო­თა ძალ­თა: გაბ­რი­ე­ლის, რა­ფა­ე­ლის, ური­ე­ლის, სე­ლა­ფი­ე­ლის, ეგუ­დი­ე­ლის, ვა­რა­ხი­ე­ლი­სა და იე­რო­მი­ე­ლის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული) ტაძრების დღესასწაული.

ამ დღეს წასაკითხი ლოცვა

ტროპარი: ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქვენნი, და განსლვასა ამის სულისა ჩემისასა მიხსენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

სხვა ტროპარი: რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდებისმეტყუელებასა მეუფისა შესწირავ, მიქაელ, დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მთავარანაგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარნო.