მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ლადო ასათიანის სახელობის პრემია ოთო ფალიანს გადაეცა. კონკურსი საზოგადოება „ქართულის“ ინიციატივით ჩატარდა. დაჯილდოება მწერალთა სახლში გაიმართა, - ინფორმაციას საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამარჯვებულს პრემიას 3 000 ლარის ოდენობით, სიგელი და ლადო ასათიანის მედალი გადაეცა, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნა.
„ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება „ქართულმა“ წელს 16 აგვისტოს დააარსა და განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის.
გამოცხადებულ კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლის გახლდათ.
ჟიურის თავმჯდომარეა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშვილი, წევრები: მწერალთა სახლის დირექტორი ქეთი დუმბაძე; მწერალი, დრამატურგი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი რეზო კლდიაშვილი და პოეტი, მკვლევარი, დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე.
საზოგადოება „ქართული“, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ფარგლებში, გამოსცემს ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურულ ალმანახს, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.