„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ბრიტანელი მსახიობი ტერენს სტემპი 87 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი მსახიობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ სტემპმა გამორჩეული მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში შთააგონებს.
სტემპი 1938 წელს, ლონდონში დაიბადა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი მან 1962 წლის ფილმში „ბილი ბადი“ შეასრულა, რამაც „ოსკარის“ ნომინაცია და „ოქროს გლობუსი“ მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის.
1978-2019 წლებში სტემპმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა.