1780775186
კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა
კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა.
„ორი დღის წინ კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ბავშვის, - 2017 წელს დაბადებული ბექა იგრიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური, რეანიმაციული მკურნალობის ქვეშ იმყოფება.
8 წლის ბიჭუნას მრავლობითი მოტეხილობები და ტრავმები, ქალა სარქვლის და ფუძის მოტეხილობები აღენიშნება. ეპიდელური სისხლჩაქცევები და თავის ტვინის დიფუზური ტრავმა დაუდგინდა. ამჟამად პაციენტს მწვავე ანემია აქვს.
ოჯახი 8 წლის ბიჭუნას თურქეთის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას გეგმავს, რისთვისაც სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ“
ანგარიშის ნომრები:
GE50BG0000000160902055 საქართველოს ბანკი.GE68TB7140245068100026 თიბისი ბანკი თანხის მიმღები, ბავშვის დედა, ხატია დუდაური












