„შიმშილობს...“ - შვილიშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ქალის შვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
1756807843
საქართველოს კულტურის სამინისტრო დიდ მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეულად თვითმყოფადი ხელოვანის, მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო.
მანანა მენაბდე დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. იშხნელებისგან გადმოცემული ყველა სიკეთე მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მოჰყვებოდა.
მანანა მენაბდის საავტორო მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის იყო ხელოვანი, რომელიც ქმნიდა ქართული ფოლკლორისა და ჯაზის საოცარ ჰარმონიას. ქართულ ფოლკლორულ ჯაზ-ჯგუფებთან - „შინთან“ და „ადიოსთან” ნაყოფიერი თანამშრომლობით მან სხვადასხვა ეროვნების მსმენელს ქართული მუსიკის ამოუწურავი შესაძლებლობები აჩვენა.
ქ-ნმა მანანამ 2024 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გორის ქალთა გუნდთან ერთად უკანასკნელად გამართა დაუვიწყარი კონცერტი.
მანანა მენაბდე იყო ხელოვანი, რომელმაც იცოდა, როგორ შეიძლება ყველაზე ძველის ყველაზე თანამედროვედ გარდაქმნა ისე, რომ სიძველეს ფასი და ხიბლი არ დაეკარგოს.
მანანა მენაბდე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. მას არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ პროზაშიც, პოეზიაშიც, თეატრშიც, მხატვრობაშიც, ფოტოხელოვნებაშიც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხელწერა ჰქონდა.
კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს მანანა მენაბდის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო.