კოსტა სანიკიძე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

კოსტა სანიკიძე

მსახიობ კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ - "კურიერთან" საუბარში, მსახიობი ამბობს, რომ ბრალდებულს არ იცნობს და, ამ ეტაპზე, მომხდარის გახსენება უჭირს.

"... არა, ცნობით, არ ვიცნობ... ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი მერე შეიძლება ისეთი რამ დაწერო, რომ გულმა დამარტყას უარესად... ვერ გეტყვი," - ამბობს კოსტა სანიკიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

სანიკიძე უკვე პალატაშია, მასთან გამომძიებლები იმყოფებოდნენ. დაკავებულს კი ბრალს ამ წუთებში უყენებენ. 24-ი წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-ის პროექტის, "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა.

ასევე ნახეთ:

„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს

„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ - ერთი ქალის სევდიანი ამბავი

უნდა გვედოს თუ არა საფულეში ფოტო - რა ნივთები უშლის ხელს ფინანსების მოზიდვას