"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ბაქოში გამართულ წიგნის საერთაშორისო ბაზრობას დაესწრო. წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ბაქოში წელს მეათედ ჩატარდა.
წლევანდელ ბაზრობაზე, რომელიც აზერბაიჯანელ პოეტს მუჰამედ ფუზულს (1498-1556 წწ.) მიეძღვნა, ქართული წიგნის სექცია მოეწყო.
კონსტანტინე გამსახურდიამ საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბაქოში აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრა.
კონსტანტინე გამსახურდია აზერბაიჯანელ კოლეგას ქარიმ თაჰიროვს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.
აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის სექცია გაიხსნა, რომელსაც 50 წიგნი გადაეცა საჩუქრად. გამოცემები აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიას ვიზიტისას გამოიფინა. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გაიხსნება აზერბაიჯანული წიგნის სექცია.
ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში აზერბაიჯანულ ენაზე დაცულია დაახლოებით 1200 წიგნი და 42 დასახელების პერიოდული გამოცემა.
კონსტანტინე გამსახურდია ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრა. გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ რაფაელ ჰუსეინოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმს შორის მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„დავათვალიერე ბაქოს ლიტერატურის მუზეუმის მართლაც შთამბეჭდავი შენობა. გარედან აზერბაიჯანელი მწერლებისა და პოეტების ქანდაკებებია, შიგნით კი მათი პორტრეტები ფერწერული ტილოების სახით, ვიტრაჟები მათი გამოსახულებებით, არტეფაქტები. შევხვდი მუზეუმის დირექტორს, პროფესორ რაფაელ ჰუსეინოვს. ბევრი ვისაუბრეთ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.