„კომფორტერი“, სადაც დღეს დილით ხანძარი იყო, განცხადებას ავრცელებს

განცხადება

„კომფორტერი“, სადაც დღეს დილით ხანძარი იყო, განცხადებას ავრცელებს.

„დღეს დილით ავეჯის სახლ „კომფორტერში“ დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა, რის გამოც ობიექტის მუშაობა დროებით შეჩერდა.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შემთხვევის მიზეზების დასადგენად. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ კომპანიის ოპერაციული პროცესები, მათ შორის ავეჯის შეკვეთა, ჩამოტანა და მიწოდება, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. დროებით შეჩერებულია მხოლოდ შოურუმის ფუნქციონირება.

გახსნის თარიღსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით სიახლეებს უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაგიზიარებთ ჩვენს ოფიციალურ არხებზე.

გმადლობთ მხარდაჭერისა და გაგებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.