„ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს“ - რას წერს ექიმი

ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„დავიწყების ფიზიოლოგია

ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს.

ძირითადად ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაგვიცვას ჩვენ და საკუთარი თავიც გადატვირთვისგან.
ანალოგიისთვის ავიღოთ ტვინზე გაცილებით მარტივი კომპიუტერი - ჩვენი სმარტფონები.

აქაც რაღაც ეტაპზე გვიწევს ძველი სურათების, ვიდეოების, აპლიკაციების წაშლა, რომ ახალი მასალა შევიყვანოთ, განვათავსოთ და შევინახოთ ტელეფონში.

ცენტრალური ნერვული სისტემა ასევე ივიწყებს იმას, რაც დიდი ხანია აღარ არის გამოყენებაში.
მაგალითად, სამსახურის ან ახლო მეგობრის გზა სულ გვახსოვს.

აი, ერთხელ რომ სადღაც ვიყავით და იმ გზას რაღაც დროის მერე ვეღარ ვიხსენებთ, ეს მინიმუმ ლოგიკურია და ფიზიოლოგურად ბუნებრივიც.

ნუ ჩავარდებით პირდაპირი რეისით პანიკაში, თუ რაღაცეები აღარ გახსოვთ!
მიეცით ტვინს საშუალება, იზრუნოს თქვენს მეხსიერებაზე და დაგავიწყოთ რაღაცეები.
კონტრაინტუიტიულად ჟღერს, მაგრამ ასეა!  

თან ყველაფრის დამახსოვრება საერთოდ არც არის საჭირო, მრავალი მიზეზის გამო.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!თქვენი ჰაუსი“,- წერს ლევან შელეგია.