ხორვატიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პოსტს ზორან მილანოვიჩი ინარჩუნებს

არჩევნები

ხორვატიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პოსტს, ზორან მილანოვიჩი ინარჩუნებს. ბიულეტენების თითქმის 99 %-ის დათვლის შედეგად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩეველთა 74.58% ემხრობა.

ოპოზიციონერმა კონკურენტმა დრაგან პრიმორაცმა ხმათა 25.42% მიიღო.