ხონში, მიტოვებული ჩვილი იპოვეს

 ჩვილი

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც “მეგა ტვ”-ს წყარო უყვება, ახალშობილი, გუშინ ღამით მესამე სკოლის მიმდინარე ტერიტორიაზე ნახეს. ჩვილი ზეწარში იყო გახვეული.

როგორც ცნობილია, ახალშობილი ქუთაისში გადმოიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავის მხრივ, განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.