VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს:
"ვუსამძიმრებთ ხევს, მთას, სრულიად საქართველოს ერის სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას.
ეს არის ტკივილი, რომელმაც ერთდროულად შეძრა ხევიც, მთაც და მთელი საქართველო.
დღეს გლოვობს ქვეყანა, რომელმაც დაკარგა რწმენის, სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ერთიანობისა და სინდისის დიდი საყრდენი.
ხევისთვის ეს დანაკლისი განსაკუთრებით მძიმეა.
ამ მთებში ყოველთვის განსაკუთრებულად ესმოდათ ლოცვის ძალა, სულიერი სიმაღლის ფასი და იმ ადამიანის მნიშვნელობა, რომელიც ერს სიმშვიდეს, იმედსა და გამძლეობას უნერგავდა.
ფასდაუდებელია ილია II-ის ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სარწმუნოების, ეროვნული სულისა და სულიერების განმტკიცების საქმეში.
მისი სახელი დარჩება როგორც რწმენის, მოთმინების, სიყვარულისა და მამულის მსახურების ნათელი მაგალითი.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას და ყოველ ქართველს, ვისთვისაც ეს დანაკლისი პირადი ტკივილია.
მარადიული ხსოვნა ერის დიდ სულიერ მამას!".
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.