გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი ისტორიულად, ჩვენი მცირე დამოუკიდებლობის ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული ტრადიციაა, რომელსაც აქვს ანალოგიები სხვა ქვეყნებშიც. თუმცა, ეს კავშირი პარლამენტსა და ბიბლიოთეკას შორის, მნიშნელოვანია, რომ იყოს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ იყოს შინაარსობრივი და ამ მხრივ, ანგარიშვალდებულება პარლამენტის და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის გამოწვევები. პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მათ მნიშვნელობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებითია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მოქმედებს არა მხოლოდ წიგნსაცავის პრინციპით, არამედ ფიქრობს თუ როგორ გააფართოვოს საქმიანობა. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„გასულ წელს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის კუთხით, იყო მნიშვნელოვანი მომენტები. ორი მუზეუმი გაიხსნა, სადაც მეც მომიწია მონაწილეობის მიღება, წიგნის მუზეუმი, პრესის მუზეუმი და მიხარია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მოქმედებს არა მხოლოდ წიგნსაცავის პრინციპით, ასევე ფიქრობს იმაზე, რომ მოიზიდოს ადამიანები როგორც სამკითხველოში, არამედ ბიბლიოთეკის, როგორც მუზეუმის მოსანახულებლად.
გარდა ამისა, ჩვენ ინფრასტრუქტურულადაც გვაქვს დიდი გეგმები. განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამატებით თანხა გამოვუყავით ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი მხრივ იყოს უფრო დაცული სივრცე დაცული მასალებისთვის და მეორე მხრივ, იყოს უფრო კომფორტული სივრცე მისი სტუმრებისთვის“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარს და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, გიორგი კეკელიძეს ღონისძიების ინიციატივისთვის, ორგანიზებისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.