კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

ჯვარი

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს და კათოლიკეებს დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს.

ახალი აღთქმის მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნათლისღებას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს და კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ”,- ნათქვამია მილოცვაში.