„კანზე ჰქონდათ ჩაჭედილი ტკიპები... ზოგს აქვს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ტემპერატურა...“ - მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ბედიანის ბანაკიდან დაბრუნებული არაერთი სტუდენტი და მათი მშობელი ექიმებს სხვადასხვა ჩივილით მიმართავს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ახალგაზრდას კანზე ტკიპა აღმოაჩნდა, ნაწილს კი აღენიშნება გამონაყარი, ტემპერატურა და საერთო სისუსტე.

„საველედან (ბედიანის ბანაკიდან) ჩამოსული ბევრი სტუდენტი და მშობელი გვწერს, რომ კანზე ჰქონდათ ჩაჭედილი ტკიპები. ზოგს აქვს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ტემპერატურა, ზოგი ამბობს, რომ ფიზიკურად ცუდად გრძნობს თავს.

ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, ვისაც სურვილი ექნება, ორშაბათს და სამშაბათს, მე და ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე, უფასოდ ჩავუტარებთ ამ სტუდენტებს კონსულტაციას 09:00-დან 14:00 საათამდე, კლინიკა „ნეოლაბში“, მისამართზე: თოფურიას ქუჩა 2ბ“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.