თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივებიიწვის. ცეცხლი ლოს-ანჯელესის მახლობლად მძვინვარებს, რის გამოც 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება. კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, 3 500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს საფრთხე ემუქრება.
კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე სწრაფად გავრცელებული ხანძრის, ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო. ქალაქ ვენტურას ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა თხოვნა მოსახლეობისადმი, შეზღუდონ წყლის მოხმარება, რათა მეხანძრეებს საკმარისი წყალი ჰქონდეთ ცეცხლის ჩასაქრობად. ხანძრის გამო, ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლა დახურულია.
ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია.