კახეთში 25 მეტრის სიღრმის ხევიდან მაშველებმა ორი მოზარდი ამოიყვანეს

ოპერაცია სამაშველო

თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში გადაადგილების დროს, არასრულწლოვნები დაიკარგნენ და რთული რელიეფის გამო, უსაფრთხოდ გასვლას ვეღარ ახერხებდნენ.ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოზარდები სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, 25 მეტრის სიღრმის ხევიდან უვნებლად გამოიყვანეს.ექიმების განმარტებით, არასრულწლოვნების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ორივე მათგანი ჯანმრთელადაა