იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
დედაქალაქის მერმა დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა.
„მინდა ყველა დედას მივულოცო დედის დღე. ვუსურვებ მათ ბედნიერებას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს. დედის ამაგი ძალიან დიდია და მას ჩვენ, შვილები ვერასდროს გადავიხდით. ზოგადად მშობელს შვილის მიმართ რა სურვილიც აქვს, ამას ცოტა მოგვიანებით ვხვდებით, როცა თავად გვიჩნდება შვილები. შესაბამისად, ძალიან კარგად მესმის, თუ რა დამოკიდებულება აქვს დედას შვილის მიმართ.
ყველა დედას დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.