კახა კალაძე მშობლებთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სამტრედიაში იმყოფება. ამის შესახებ მისი „ინსტაგრამიდან“ ხდება ცნობილი. 

დედაქალაქის მერი მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს წარწერით: „ბედნიერი ვარ, ჩემს საყვარელ მშობლებთან ყოფნით“.

გამომწერები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ კალაძე დედას ძალიან ჰგავს.