შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
თბილისის მერი, კახა კალაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა.
კლინიკაში, პატრიარქის მდგომარეობის გასაგებად არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
კლინიკის ეზოში იმყოფებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები.