1776520483
ჯერჯერობით თბილი ტანსაცმლის შენახვა ისევ ნაადრევია - მეტეოროლოგის გაფრთხილება
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
„ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა - ისევ ნაადრევია...საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან - კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.ასე რომ გაითვალისწინეთ - ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე...“ წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.












