„ცხედრები ფარდულში დამარხა და თქვა, რომ დედამ ბავშვები მიატოვა...“ - ლი ფორდის საქმე, რომელმაც ცოლი და 4 შვილი მოკლა

მკვლელი

ლი ფორდმა,  2000 წელს ცოლი და მისი ოთხი შვილი მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, ფორდმა ცოლი ჯოხით სცემა, შემდეგ კი დაახრჩო.

მას შემდეგ, რაც მთელი ოჯახის წევრები მოკლა, ფორდმა ხუთი ცხედარი ფარდულში დამარხა და სხვებს უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ბავშვები დატოვა. აღნიშნული მკვლელობის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

ცოლ-ქმარი 1998 წელს დასავლეთ ინგლისში, კარნკიში გადავიდა საცხოვრებლად. მათი ქორწინება დაირღვა, როდესაც ფორდმა ცოლის მანიპულირება და კონტროლი დაიწყო. ამბობენ, რომ ფორდმა ოჯახის წევრები მას შემდეგ მოკლა, რაც მისმა მეუღლემ აღმოაჩინა, რომ მას სექსუალური ლტოლვა ჰქონდა 17 წლის სარა-ჯეინთან, და-ძმებიდან უფროსთან.

უფროსმა გამომძიებელმა, წლების შემდეგ, გაიხსენა, რა მოხდა 2000 წელს: 

„უკვე ზაფხული იყო, ცხედრები კი 4 კვირის განმავლობაში იყვნენ ფარდულში. სუნმა უკვე გზამდეც მოაღწია. საშინელი სუნი იყო. მე სხვა ოფიცრებთან ერთად გზაზე ვიყავი და ეს სუნი ფარდულიდან მოდიოდა“.

დაკავების შემდეგ, ფორდმა პოლიციას დეტალურად აღწერა, რა გააკეთა. დაკითხვისას, მან აღიარა, რომ  ცოლი და შვილები მოკლა.

პოლიციამ ლესლი ფორდი და მისი ორი ვაჟი ფარდულის ქვეშ იპოვა, ხოლო ქალიშვილები კარტოფილის მინდორში ექვსი მილის მოშორებით. როგორც ჩანს, ლი ფორდი გეგმავდა, რომ ყველა ცხედარი თავიდან მოეშორებინა.

ფორდს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ასევე ნახეთ: 

„ხის ნატეხი 16-ჯერ ჰქონდა ჩარტყმული..." - სერიული მკვლელის საქმე, რომელიც ცხედრებს ეკლესიაში მალავდა

„იმდენად პატარა იყო, რომ მისთვის ელექტროიდის მორგება გართულდა, ნიღაბი კი ძალიან დიდი ჰქონდა“ - ჯორჯ სტინი უმცროსის ტრაგიკული ისტორია

წყვილი, რომელიც 101 წლის წინ ერთ დღეს დაიბადა, იქორწინეს და... ერთ დღეს, ერთად დაიღუპნენ