რამდენად იყიდით ოქროს - ბოლო მონაცემები
1770393594
მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.
უფრო კონკრეტულად, ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შევიდა, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.