ჯანდაცვის სამინისტრო, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

ჯანდაცვის სამინისტრო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი თითოეული თანამშრომლის სახელით, გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, მთელს ქრისტიანულ სამყაროს. ჩვენი ქვეყნისთვის, განუზომლად დიდია მისი გარდაცვალებით გამოწვეული დანაკარგი. შეუძლებელია იმ განცდისა და მწუხარების სიტყვებით გამოხატვა, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში, თითოეული ჩვენგანის გულში ტრიალებს.

ვამაყობთ ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქით და ეს ერთადერთია, რითაც ახლა შეგვიძლია, თავი ვინუგეშოთ. მადლობა მას ამ თვალუწვდენელი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.