ასტროლოგებმა დაასახელეს სექტემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები
1757277730
საქართველოს ქორწინების ისტორიული სახლი, რომელიც პირველად 1983 წელს გაიხსნა და საზოგადოებაში "კონკას" სახელით არის ცნობილი, სულ მალე, განახლებული იერსახით გაიხსნება. იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქორწინების სახლების რეაბილიტაციას და მშენებლობას იწყებს.
ქვეყანაში ამ ეტაპზე სულ 7 ქორწინების სახლი და 28 სპეციალური სივრცე ფუნქციონირებს. მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქორწინების რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლს წინასწარ უნდა მიმართონ.
იუსტიციის სახლებში არსებული სივრცეების გარდა, წყვილებს შეუძლიათ ქორწინება საქართველოს ნებისმიერ წერტილში დაარეგისტრირონ. ცერემონიებისთვის შესაძლებელია იუსტიციის მობილური სახლების გამოყენებაც.
ქორწინების რეგისტრაციისთვის პირველ რიგში წყვილის თანხმობაა აუცილებელი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასაკია. საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ 18 წლის ასაკიდანაა დასაშვები. საზეიმო ცერემონიის გარეშე, იუსტიციის სახლებში ქორწინების რეგისტრაცია წყვილებისთვის უფასოა.