იცით თუ არა, რატომ იღებენ სისხლს მაინცდამაინც არათითიდან

სიხლის ანალიზი

თურმე, საკმაოდ გონივრული ახსნა აქვს ამას ბევრ ჩვენგანს ბავშვობიდან ახსოვს ეს მტკივნეული პროცედურა - სისხლის აღება თითიდან. მსგავს პროცედურას ახლა ჩვენს შვილებსაც უტარებენ - შედარებით უმტკივნეულოა, თუმცა მაინც უსიამოვნო. თუმცა ამჯერად შევეხებით იმ თემას, თუ რატომ იღებენ სისხლს მაინცდამაინც არათითიდან?

თურმე, საკმაოდ გონივრული ახსნა აქვს ამას. თითების ბალიშები საერთოდაც სხეულის საუკეთესო ადგილია, მცირე რაოდენობის სისხლის ასაღებად. თითის ბალიშებზე არ არის თმოვანი საფარი, მათში ბევრი სისხლძარღვია და თანაც, ადვილი მისაჭერია ზედ.

რაც შეეხება არათითს, თურმე, მასზე კანი უფრო თხელია, ვიდრე სხვა თითებზე, და ნაკლები ნერვული დაბოლოება აქვს, მათ შორის - ტკივილის რეცეპტორებიც! სწორედ ამიტომ, ამ თითიდან სისხლის აღება გაცილებით უმტკივნეულო და უსაფრთხოა!

წყარო: