VIDEO: ვრცელდება ბათუმში დაკარგული ბიჭის გუნდელების და მწვრთნელის ვიდეომიამართვა
1738325930
იტალიაში, მარინა დი მასას სანაპიროზე სატვირთო გემი Guang Rong-ი ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟის წევრები უკრაინელები არიან. უამინდობის გამო, გემი სანაპიროზე მდებარე პირსს შეეჯახა და გადაყირავდა. ინფორმაციას იტალიური გაზეთი პ-ი ავრცელებს.
მაშველებმა ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ვერტმფრენით განახორციელეს. როგორც ცნობილია, 103-მეტრიან გემს ხრეში გადაჰქონდა, თუმცა ძირითად საფრთხეს ის საწვავი წარმოადგენს, რომელიც გემზე იყო და შესაძლოა წყალში მოხვდეს.
ამ დროისთვის ექსპერტები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. როგორც მედია იტყობინება, სანაპიროზე საწვავის მძაფრი სუნი დგას.