ისტორია დაიწერა - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვიპოვეთ - ლერი ხაბელოვი

ლერი ხაბელოვი

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას მიერ საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლის მოპოვებას აფასებს. მისი თქმით, საქართველოს დელეგაციას ამ წყვილთან დაკავშირებით თავიდანვე მაღალი მოლოდინები ჰქონდა.

„ეს ვერცხლის მედალი ძალიან სასიხარულო იყო. როცა მოვდიოდით, ვამბობდით: ასეთი განცდა გვაქვს, რომ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და დღეს ისტორია დაიწერა - მილანი/კორტინაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოვიპოვეთ“, - აღნიშნა ხაბელოვმა.

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.