სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
ისრაელში, ტერაქტს ქართველი კაცი, ილია ნოზაძე ემსხვერპლა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ემიგრანტმა, დალი გვათუამ თქვა, მან ილია ორი დღის წინ ნახა. ილია ნოზაძე, წარმოშობით, ხაშურიდან იყო.
„უკეთილშობილესი ბიჭი იყო, 2 დღის წინ ვნახე, ისე გულიანად მომიკითხა. მატარებელში ჩაცხრილეს, სამი ტყვია ესროლეს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ დალი გვათუა.
ისრაელის ტელევიზიამ გარდაცვლილების ვინაობა გაასაჯაროვა, სადაც ილიას ფოტოც ჩანს.