„ის სტიქაროსანი ბიჭია, რომელმაც თბილად მანუგეშა...“ - თეა დარჩიას ემოციური პოსტი

teaa

ქორეოგრაფი თეა დარჩია გოლგოთაზე 6 წლის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს და წლების შემდეგ ემოციური შეხვედრის შესახებ საკუთარ განცდებს უზიარებს მოქალაქეებს.

„ზუსტად 6 წლის წინ. ზუსტად ამ ადგილზე, გოლგოთაზე, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილას, ღამისთევის წირვაზე, რომელსაც მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ატარებდა, მე აღელვებული ვიდექი და ახალგაზრდა მამაკაცი, სტიქარში მეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება და დღეს ისევ იმ ადგილას სადაც მაშინ, მომღიმარე სათნო სახით მიყურებს ჭაღარა კაცი და მეკითხება: ვერ მიცანიო?! მე შეწუხებულმა, უკაცრავად, მაგრამ ვერთქო…

მიყვება, რომ ექვსი წლის წინ ის სტიქაროსანი ბიჭია, რომელმაც თბილად მანუგეშა და რომ ის სრულიად მარტო ადამიანია ინტერნეტში გაზრდილო, მას ილია ჩვენმა პატრიარქმა დაარქვა და დამოძღვრა, რომ როცა ვინმე დაეხმარებოდა, მასაც ვინმესთვის დახმარება უნდა გაეწია… გადის დრო, იზრდება, გოლგოთაზე წირვის მერე იერუსალიმში რჩება, მუშაობს დააფსოლუტურად მარტო კაცი , თავის მძიმე შრომით გამომუშავებულ თანხას, სრულად  უანგაროდ საქართველოში ობოლ ბავშვებს სწირავს

ვერც კი ავხსნი სიტყვით ჩემს ემოციებს… მჩუქნის ათონის მთაზე მოღვაწეობისას მოპოვებულ ღვთისმშობლის ხატს და მპირდება, რომ ერთ წელიწადში, ზუსტად ამ დროს, 13 აპრილს ჩამოვა საქართველოში. ვუტოვებ მოსახსენიებელს , ყველასას ვინც გამახსენდა და ვემშვიდობები… მადლობა ღმერთს ამ საოცარი შეხვედრისთვის და ისტორიისთვის...“, – წერს თეა დარჩია.