ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
მე ამ უსამშობლოებს შევახსენებ, ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ლეგიტიმაცია ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.
„ევროპის სხვადასხვა ლიდერები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩამოვლენ და მივიღებთ, დაველაპარაკებით როგორ მოხდეს იმ გაუგებრობის აღმოფხვრა, რომელიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ლობისტური ჯგუფების დამსახურებით მივიდა აქამდე“, - აღნიშნა ზარქუამ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ოპოზიციური სპექტრის უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ალენ ბერსი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა.