ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
1794199419
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“, – აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა.