ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ, როგორც ჩემი დაკარგული ბავშვობის სარკეს - მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბავშვობის მოგონებებს გვიზიარებს:
„ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი – და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა – იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? – ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ – ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? – ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ და დაფიქრდა – იმიტომ რომ შენ წაბლისფერი თვალები გაქვს.
უცნაური საბუთი იყო, ღმერთმანი. ჩემს ირგვლივ, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას წაბლისფერი თვალები ჰქონდა და რაღა მაინცდამაინც მე?
იმ ქალს ღვთისმშობელი ჰქვია – ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.
ამის მერე დავიჯერე და სულ ასე მეგონა. ამ განცდით გავდიოდი კისერმოსატეხ ხეებზე, ვხტებოდი დიდ გუბეებზე, მიყვარდებოდა ყველაზე ლამაზი გოგოები, ხელს პირველი ვწევდი გაკვეთილზე – ვიცოდი თუ არა კარგად. მახსოვდა – მსხლის ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იქ ცხოვრობს ქალი, რომელიც ჩემზე ლოცულობს და მეხმარება. მეხმარება, იმიტომ, რომ წაბლისფერი თვალები მაქვს.
ერთხელ, რაღაც წრეზე რომ დავდიოდი, მესამე თუ მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ერთნაირი ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხია, პირიქით, ფურცელზე ხატი როგორ შეიძლებაო. გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები და გამოვიქეცი. იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა – გიორგი, რომელმაც ღვთისმშობელი გადაარჩინა. დედაჩემი დღემდე მახსენებს ხოლმე და ამ იმედით არის, რომ ოდესმე მომაგონდება. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
„არ ვიცი, რა დავწერო, ხელები მიკანკალებს“ - ანსამბლი „კავკასია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
VIDEO: ავარიის შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება - „დედა, რა ვქენი?! ყველა ხომ ხართ კარგად?“
„დილამდე გვერდით ვეწექი და ველაპარაკებოდი... უკვე გარდაცვლილი იყო“- ზურა ყიფშიძე
რა ვითარებაა ახლა შიომღვიმეში, სადაც კლდე ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაცია
ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება - საქმე, რომელმაც თბილისი შეძრა