იქ სიმშვიდე სჭირდებაო… გლოვასაც საზღვარი აქვსო… - დიკა სალაყაიას ემოციური პოსტი დაზე

დიკა სალაყაია

კორონავირუსით გარდაცვლილი ორსულის, ბაკო სალაყაიას და, პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გაუსაძლისის გაძლებიდან იბადებაო ადამიანი, მაგრამ… ვაი, ასეთ გაძლებას… იქ სიმშვიდე სჭირდებაო… გლოვასაც საზღვარი აქვსო… ისე იცხოვრე, როგორც მას გაუხარდებაო… ძლიერი იყავიო… ნეტა გაცოდინა რა ფუჭია ყველა სიტყვა… ყველა გამაგრდი და გამძლეობას გისურვებო… თვალებს დახუჭავ და ისევ, ყოველ დღე იმ გზას გადიხარ… შენი გაფრენის სულის შემძვრელ გზას… რა არ გამოვიგონე… რას არ ვეპოტინე… ხან ახალ მადეიკამენტს ვეძებდი, ხან სასწაულს ველოდი…ახლა? ახლა იმ გზებს ვარკვევ და ვკითხულობ კვლევებს იმის შესახებ, თუ რას განიცდიდი რეანიმაციაში… რას გრძნობდი იმ საშინელ დღეს… რამდენი ხანი დაფარფატებდი დედამიწაზე… მერე სხვა ასტრალში…

სიკვდილსაც მისი სუნი ჰქონია თურმე… როგორ მეზიზღება ეს წყეული სიტყვა… მე კი შენი სურნელი მენატრება, შენი ამოჩემებული სუნამოს სურნელი… ისე ვარ ზოგჯერ, მხოლოდ შენი შემოძახება თუ გამომაფხიზლებს მაგრამ… რამდენი მაგრამ...“ - წერს დიკა სალაყაია.