ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ილია დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმება გაუგებარი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს.
„ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ყოველთვის გამოვხატავდით და გამოვხატავთ მზაობას, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ვისაუბროთ საკითხებზე, რომლებიც არსებობს. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება, იყოს საკითხები, რომელზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდეს. თუმცა, სტრატეგიულ პარტნიორთან ყოველთვის მოველით ღია გახსნილ და გულწრფელ საუბარს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.