თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა - ბოლო ცნობები
1761598149
ისრაელში რთული ვითარების მიუხედავად, იერუსალიმში, ქართველთა ჯვრის მონასტრის ველზე ზეთისხილის რთველი მაინც შედგა.
ზეთისხილის რთველი, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლაშა ჟვანიას ინიციატივით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ველზე ყოველწლიურად იმართება. ეს უკვე ტრადიციაა ისრაელში მცხოვრები და ემიგრანტი ქართველებისთვის.
„შეგროვებული ზეთისხილით ზეითუნის ზეთი იწურება. ნაწილი იერუსალიმში მოღვაწე წმინდანი ქართველების კანდელებს ხმარდება, ხოლო ნაწილს - თავად ქართველები ყიდულობენ და შემოსული თანხა იერუსალიმის ქართული სახლის ხარჯებს მოხმარდება“, - აღნიშნა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ.