„IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ“- კომპანია Geogian Bus

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024  წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე კერძო კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს Geogian Bus-ის დირექტორი შალვა ხუციშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა.  IBTM World 2024  -ზე სხვადასხვა ქვეყნის ბევრი წარმომადგენელი ჩამოდის და საქართველოს მიმართ ამ გამოფენაზე  საკმაოდ დიდია ინტერესია. IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები,  მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ,

რადგან ფრენის კუთხით ახლო ვართ და გვსურს მაქსიმალურად ბევრი ტურისტული მოვიზიდოთ დასავლეთ ევროპიდან. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი ინტერესია:  პოლონეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი“,-აცხადებს შალვა ხუციშვილი.

IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.