იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა

ეკონომიკა

იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები.